უკრაინაში ომის დაწყების 4 წლის თავზე ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებს აგრესორ რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
უკრაინაში ომის დაწყების 4 წლის თავზე ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებს აგრესორ რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს მიმართა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. უკრაინის პრეზიდენტი ევროპელებს ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტი ომის მე-4 წელს პარტნიორებისგან 90 მილიონი ევროს სესხის დროულად გადაცემას და ევროკავშირში გაწევრების კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვს.
