საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური კრიზისი ახალ ფაზაში გადავიდა
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური კრიზისი ახალ ფაზაში გადავიდა. დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს, შარლ კუშნერს, სამთავრობო კაბინეტის წევრებთან პირდაპირი წვდომა აუკრძალა, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ოფიციალურ გამოძახებაზე გამოცხადებულიყო. მას მოვალეობის შესრულება და დიალოგი შეუძლია განაგრძოს საგარეო უწყების დაბალი რანგის ჩინოსნებთან, მაგრამ არა მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან. კონფლიქტის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული ბიუროს განცხადებაა, რომელმაც 23 წლის დერანკეს მკვლელობა „რადიკალური მემარცხენეობის“ საფრთხედ შეაფასა. მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ საფრანგეთი არ მიიღებს „გაკვეთილებს ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო რეაქციული მოძრაობისგან“ და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოჯახური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას.
