კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ 40-მდე ტელემაუწყებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ 40-მდე ტელემაუწყებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მედიის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების, გამოწვევებისა და მიმდინარე აქტუალური თემების შესახებ პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა. კომკომის თავმჯდომარის თქმით, კომისიის ინტერესს წარმოადგენს მაუწყებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
