თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელი ბინები გადასცა
თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელი ბინები გადასცა. საქმე ეხება დაახლოებით სამოცამდე ოჯახს. საცხოვრებელი ბინები კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს დიდ დიღომში გადაეცათ. თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წელს დამატებით, 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებშიც კიდევ 574 ოჯახი დაკმაყოფილდება.
