უკრაინაში დაწყებული ომიდან 4 წლის თავზე ევროპელი ლიდერები უფრო და უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე
უკრაინაში დაწყებული ომიდან 4 წლის თავზე ევროპელი ლიდერები უფრო და უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე. გუშინ ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიალოგისთვის მზადყოფნა ღიად გამოთქვეს და მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპის ხილვის სურვილიც დაადასტურეს. რიტორიკის ცვლილება - ასე ფასდება მმართველ გუნდში მათი ეს გზავნილები და იხსენებენ, თუ როგორ ესხმოდნენ თავს საქართველოს მხოლოდ იმის გამო, რომ 4 წლის წინ პრაგმატული პოლიტიკა აირჩიეს.
