საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება. სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება - ეს არის თემები, რომლებსაც მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილავს. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდება.
