საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. მსჯელობა შეეხო ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში პოტენციალის უკეთ გამოყენების მნიშვნელობას. ტაჯიკეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა კულტურულ კავშირებზე. მან პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობა, რომ ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმა იგეგმება. მხარეებმა ასევე, განიხილეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა, რათა შესაძლებელი გახდეს ცენტრალური აზიის რეგიონთან ვაჭრობის გაფართოება.
