პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ვაჭრობის სფეროში არსებულ დადებით დინამიკას. აღინიშნა თურქმენეთისა და საქართველოს პარტნიორობა სატრანზიტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკის სექტორებში.
