პრემიერ-მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის კონკრეტული დეტალები განმარტა
პრემიერ-მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის კონკრეტული დეტალები განმარტა. კვლევის მიზანია განისაზღვროს უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა. პროცესში ჩართული იყო ბიზნესასოციაციაც. გამოიკითხა 12 500 საწარმო; ასევე, ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნილებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კვლევის შედეგები შემაშფოთებელია. შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებასა და სტუდენტების ჩარიცხვას შორის მკვეთრი დისბალანსია.
