საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატების ელჩს შეზღუდვა დაუწესა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატების ელჩს შეზღუდვა დაუწესა. მას შემდეგ, რაც ჩარლზ კუშნერი, დაბარების მიუხედავად, საგარეო უწყებაში არ გამოცხადდა, საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა მის წინააღმდეგ ზომების მიღების ბრძანება გასცა. ამერიკის ელჩი საგარეო უწყებაში ფრანგი მემარჯვენე სტუდენტის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. ოფიციალურმა პარიზმა ამერიკელი დიპლომატის კომენტარები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
