ტელეგრაფის ცნობით, რუსეთი ევროპაში, სამხედრო ბაზების სიახლოვეს, უძრავ ქონებას დიდი რაოდენობით ყიდულობს
ტელეგრაფის ცნობით, რუსეთი ევროპაში, სამხედრო ბაზების სიახლოვეს, უძრავ ქონებას დიდი რაოდენობით ყიდულობს. გამოცემა ევროპულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანები სამხედრო ობიექტებთან ახლოს ყიდულობენ სხვადასხვა დანიშნულების შენობებსა და მიწის ნაკვეთებს. ტელეგრაფის ცნობით, რუსეთი უძრავ ქონებას უკვე ფლობს ათზე მეტ ევროპულ სახელმწიფოში, ევროპული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი უძრავ ქონებას ჯაშუშური საქმიანობისთვის, ასევე ჰიბრიდული ომის საწარმოებლად და დივერსიების ორგანიზებისთვის იყენებს.
