ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება შეფასებების თემაა თბილისში
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება შეფასებების თემაა თბილისში. საქმე ეხება მარგუს ცაჰკნას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინელები მათთვის დროს იგებენ და მომავლის თვალსაზრისით, ახლა უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება და დამოკიდებულება ნათლად აჩვენებს, რა მოხდებოდა, საქართველო რომ პროვოკაციას წამოჰგებოდა.
