პრემიერ მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის კონკრეტული დეტალები განმარტა
პრემიერ მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის კონკრეტული დეტალები განმარტა. კვლევის მიზანია განისაზღვროს უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა. პროცესში ჩართული იყო ბიზნესასოციაციაც. გამოიკითხა 12 500 საწარმო; ასევე, ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნილებაზე. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, კვლევის შედეგები შემაშფოთებელია. შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებასა და სტუდენტების ჩარიცხვას შორის მკვეთრი დისბალანსია.
