ამერიკის შეერთებული შტატები იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონვენციების ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას წყვეტს, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ
ამერიკის შეერთებული შტატები იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონვენციების ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას წყვეტს, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს, საერთშორისო ორგანიზაციები ამერიკელების, ან პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენონ.
