უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ კიევი და ბრიუსელი უნგრეთის არჩევნებში ერევიან
უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ კიევი და ბრიუსელი უნგრეთის არჩევნებში ერევიან. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელი და კიევი კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა გავლენა მოახდინონ უნგრეთის არჩევნებზე და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ძალები მოიყვანონ. მისი თქმით, მათი მიზანი უნგრეთის პატრიოტული მთავრობის შეცვლა და საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევაა.
