უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდა - ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ადგილობრივებმა ომში დაღუპულ თანამემამულეებს პატივი მიაგეს. დილის 9 საათზე პრაქტიკულად მთელ ქვეყანაში ყველაფერი გაჩერდა. ომის 4 წლისთავი წუთიერი დუმილით აღნიშნეს. სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებით განათდა ევროკომისიის შენობა.
