აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი იტალიაში დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ქალაქ პალერმოში გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი იტალიაში დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ქალაქ პალერმოში გაიმართა. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა წარმოადგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, იმ იტალიელ ოჯახებს, რომლებიც წლების წინ ქართველ და აფხაზ დევნილ ბავშვებს მასპინძლობდნენ, სპეციალური მადლობის სიგელები გადასცა.
