მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე გამართა შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან. აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე კვლავ წარმოადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“.
