რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს დაეფუძნება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა ეს ხედვა და ურთულეს გარემოში ატარებდა მშვიდობის პოლიტიკას.
