საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და ამერიკის ელჩი უწყებაში დაიბარა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და ამერიკის ელჩი უწყებაში დაიბარა. საქმე ეხება ლიონში მემარცხენე აქტივისტების მიერ მემარჯვენე სტუდენტის მკვლელობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო კომენტარებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში ლიონის ტრაგედიას პოლიტიკური ძალადობა და ტერორიზმი უწოდეს. საფრანგეთის პირველი დიპლომატი ვაშინგტონს მოუწოდებს შეწყვიტონ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები.
