შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის მეტადონი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის მეტადონი ამოიღო. საუბარია 28 კილოგრამამდე „მეტადონზე“. აღმოჩენილია კუსტარული ნარკო ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი სამი სათბურიც. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
