შინაგან საქმეთა მინისტრი, ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ამ მხრივ თანამშრომლობის გაძლიერება. გეკა გელაძემ, ყაზახეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. მინისტრი ყაზახეთში, კოლეგის მიწვევით იმყოფება.
