რესპუბლიკელი კონგრესმენის ანა პაულინა ლუნას მიწვევით, საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში "სუვერენული ერების ალიანსის" სამიტს დაესწრება
რესპუბლიკელი კონგრესმენის ანა პაულინა ლუნას მიწვევით, საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში "სუვერენული ერების ალიანსის" სამიტს დაესწრება. პირველ სამიტში მონაწილეობას ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა 4-5 მარტს მიიღებენ. ორი დღის განმავლობაში განიხილავენ თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, მონაწილეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ თავისუფალმა ერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი.
