კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა
კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მონაცემები ევროკომისიამ გამოაქვეყნა. გამოქვეყნდა სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულების მსოფლიო რეიტინგიც. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, 85 პროცენტი მიიღო, მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე- 16 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს.
