ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების საკითხი
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების საკითხი. ამ პროცესის მიზანია, რომ ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც კანონმდებლობით რეალურად ეკუთვნით დახმარება. არის შემთხვევები, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო სამ თვეში, მიღებული აქვს რამდენიმე ათეული ათასი ლარის შემოსავალი. ასევე მაგალითისთვის, ბაზაშია ოჯახი, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს ამავე წელს გამოშვებული ავტომობილი.
