ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მისაღებად, უკანონოდ შეინახეს და შემდგომი რეალიზაციისთვის გადაზიდეს აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელი, რომლის სავარაუდო ღირებულება, 140 ათას ლარს აღემატება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
