ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. გამოაქვეყნა სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულების მსოფლიო რეიტინგიც. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 85 პროცენტი მიიღო, მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში , მე-16- ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირლანდიას, ლიეტუვას, ლატვიას, ჩეხეთს, პოლონეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს და ალბანეთს. ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი უკრაინა, მოლდოვა და რუსეთი გამოირჩევა.
