რუსთავის სპორტის სასახლეში, ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის, რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი ოფიციალურად გაიხსნა
რუსთავის სპორტის სასახლეში, ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის, რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი ოფიციალურად გაიხსნა. პირველი მატჩის დაწყებამდე, ღონისძიებაზე მისი სპორტული კარიერის ამსახველი ვიდეო და ფოტოარქივი წარმოდგინეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, საქართველოს სამგზის ჩემპიონის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი რუსთავის მერიის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდება და მას სისტემატიური სახე მიეცემა. ტურნირში, რომელიც 26 თებერვალს დასრულდება, მონაწილეობას სუპერლიგის 6 გუნდი მიიღებს.
