2026 წელი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა წარმატებულად დაიწყო
2026 წელი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა წარმატებულად დაიწყო. იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჩვენი ქვეყნის გუნდი ჩემპიონი გახდა. ფინალში ქართველმა პარამოფარიკავეებმა ტაილანდი 30-19 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი პარასპორტსმენი, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობდა. კიდევ ორი მედალი ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ ერთეულთა თანრიგში მოიპოვა - თიბილაშვილი - ვერცხლის, ზადიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
