ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ირანის ხელისუფლებას აკრიტიკებს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ირანის ხელისუფლებას აკრიტიკებს. „ირანელი ხალხი ძალადობრივი თეოკრატიის ჩექმის ქვეშ იმყოფება იმდენივე ხანია, რაც მე ვარსებობ – ცხოვრობენ რეჟიმის პირობებში, რომელიც უარს ამბობს განსხვავებული აზრის, პლურალიზმის ან თავისუფლების შემწყნარებლობაზე. ირანელების ახალმა თაობამ არ უნდა მიიღოს მემკვიდრეობად შიში დაბადებიდანვე. ირანი თავისუფალი უნდა იყოს“, – წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.
