პაკისტანი აცხადებს, რომ ავღანეთის საზღვრის გასწვრივ ტერორისტების სამალავებსა და ობიექტებზე საპასუხო იერიში მიიტანა
პაკისტანი აცხადებს, რომ ავღანეთის საზღვრის გასწვრივ ტერორისტების სამალავებსა და ობიექტებზე საპასუხო იერიში მიიტანა. ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, დარტყმები თალიბანის შვიდ ობიექტზე განხორციელდა. ქაბულის ინფორმაციით კი, პაკისტანის სამიზნე ნანგარჰარისა და პაქტიკის პროვინციებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მანამდე პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანით აიფეთქა თავი, რასაც 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
