ორშაბათს უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტის მიღებას დაბლოკავს
ორშაბათს უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტის მიღებას დაბლოკავს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. პიტერ სიიარტოს განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ უკრაინა მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის ტრანზიტს არ ახორციელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მილსადენი რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, რის გამოც ვერ ხერხდება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდება.
