„მე, ოჯახი, სახელმწიფო“
„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ - პროექტის საკონკურსო ნაწილის დასკვნითი ღონისძიება. 4 თვის განმავლობაში პროექტში 320-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და 40 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. გამარჯვებულები 4 საკონკურსო ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. სტუდენტებთან ერთად, ჯილდო უნივერსიტეტებმაც მიიღეს. პროექტი საბოლოოდ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დასრულდება.
