კულინარიული, გემოს ფესტივალი აქტიურ ფაზაშია მესტიაში
კულინარიული, გემოს ფესტივალი აქტიურ ფაზაშია მესტიაში. წლის პირველი ღონისძიების მეორე დღესაც, სტუმრებს საშუალება აქვთ აღმოაჩინონ სვანური გასტრონომიის ძველი ტრადიციული და გაცოცხლებული გემოები. მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი და სპეციალური სივრცეები პატარა სტუმრებისთვისაც. მუსიკალურ განწყობას კი ქართველი დიჯეები ქმნიან.
