გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დონორების პასუხიმგებლობის აუცილებლობაზე მიუთითა
გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დონორების პასუხიმგებლობის აუცილებლობაზე მიუთითა და ფაქტად მოიყვანა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა, რომელმაც მისი თქმით, დაუმალა თუ რას აფინანსებდნენ საქართველოში. პირველი კანონმდებლის თქმით, უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა. მოლოტივის კოქტეილების სროლისა და დესტრუქციის დაფინანსების საშუალებას კი ხელისუფლება, ევროკავშირს არ მისცემს. გამჭვირვალობის მიზნებზე, „ღია ეთერში“ ვრცლად ილაპარაკა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. ადამიანთა ჯგუფმა კი, ვისაც კანონმდებლობა ეხება და ამის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს, დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
