რა კავშირი აქვს ესტონეთის საელჩოს, ილიას უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან?
რა კავშირი აქვს ესტონეთის საელჩოს, ილიას უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან? დიპლომატიურმა უწყებამ Facebook-ის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მისი დროებითი რწმუნებული და ილიას უნივერსიტეტის რექტორი დგანან. ფოტოს კი თან დაურთეს წარწერა, „ჩვენ ილიას უნივერსიტეტის გვერდით ვდგავართ“. ესტონეთის საელჩოს სოლიდარობას, მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის მცდელობას უწოდებს და წარმომადგენლობას ურჩევენ, რომ ჯობდა მათივე გამოცდილებით ის ეჩვენებინათ, როგორ უნდა მოხდეს განათლების რეფორმა. გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.
