„ნასამ“ მთვარეზე „არტემის 2“-ის მისია გადადო
„ნასამ“ მთვარეზე „არტემის 2“-ის მისია გადადო. მიზეზი იმ რაკეტის გაუმართაობა გახდა, რომლითაც ასტრონავტები დედამიწის თანამგზავრისკენ უნდა გაფრენილიყვნენ. „სპეის ლაუნჩ სისტემსს“ კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში დააბრუნებენ. სპეციალისტებმა უნდა აღმოფხვრან ჰელიუმის ნაკადის შეფერხება, რაც რაკეტის გასაშვებად არის აუცილებელი. მისიის სტარტი 6 მარტისთვის იყო დაგეგმილი.
