მანჩესტერში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
მანჩესტერში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა“ იყო, რომელიც მთავრობის საემიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და მიგრანტთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს. პარალელურად, ქალაქის ცენტრში აქცია მემარცხენეებმაც გამართეს, რომლებიც ანტისაემიგრაციო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
