ირანში ანტისამთავრობო პროტესტი განახლდა
ირანში ანტისამთავრობო პროტესტი განახლდა. თეირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი სემესტრის პირველ დღეს კამპუსების ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და მხარს უჭერდნენ ისლამური რევოლუციის დროს დამხობილი ბოლო შაჰის შვილს, რეზა ფეჰლევის. მასობრივი საპროტესტო აქციები თეირანში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. სხვადასხვა მონაცემებით, ხელისუფლების მიერ აქციების დაშლისას 5-დან 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
