უკრაინა გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მხრიდან ულტიმატუმებსა და შანტაჟს
უკრაინა გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მხრიდან ულტიმატუმებსა და შანტაჟს. განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ასეთი ქმედებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი და გამიზნული დაბომბვებისა და მოსკოვის მცდელობების ფონზე, დატოვოს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე ექსტრემალური ყინვის დროს, არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას ელექტროენერგიის შეწყვეტით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება.
