რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაშავდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია 49 წლის მამაკაცის დაღუპვის შესახებ.
