იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა. განიხილეს ჰუმანიტარული პროექტის განახლების შესაძლებლობა, რომელიც საქართველო-იტალიას შორის დევნილი მოზარდებისთვის გაცვლით პროგრამას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივა წლების წინ სწორედ ლეოლუკა ორლანდოს ჩართულობით დაიწყო, როცა ის პალერმოს მერი იყო. შეხვედრას საქართველოს ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი და აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
