„იმედის“ ეთერში გამართულ დებატებში პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტად მოიყვანა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა
„იმედის“ ეთერში გამართულ დებატებში, რომელიც დაფინანსების გამჭვირვალობას შეეხებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტად მოიყვანა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა, რომელმაც მისი თქმით, დაუმალა თუ რას აფინანსებდნენ საქართველოში. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით, თუ მას არ ჩასვამენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწამსვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება. პირველი კანონმდებლის თქმით, უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა. მოლოტივის კოქტეილების სროლისა და დესტრუქციის დაფინანსების საშუალებას კი ხელისუფლება ევროკავშირს არ მისცემს. გამჭვირვალობის მიზნებზე, ღია ეთერში ვრცლად ილაპარაკა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რომ პოლიტიკაში, ქართველი ხალხის ნებართვის და თანხმობის გარეშე, უცხოური ფული არ ტრიალებდეს. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, გრანტები კანონი, სასჯელი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების გამო. ეს გადაცემის თემები იყო, თუმცა ადამიანთა ჯგუფმა. ვისაც კანონმდებლობა ეხება და ამის გამო ხელიუფლებას აკრიტიკებს, დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თან იმ ფონზე, როდესაც წარსულში თავად ითხოვდნენ „იმედის“ ეთერს.
