მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს
მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს. კონტრაქტორ კომპანიებთან კი ხელშეკრულება წყდება. გადაწყვეტილების მიზეზი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სოფელ ველისციხეში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ბექა ურუშაძემ ადგილიბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა პროექტის დროულად და ხარისხიანად გაგრძელებისთვის აუცილებელი პროცედურები და მომდევნო ნაბიჯები. პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო. ამავდროულად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესის თითოეული ეტაპი, აზიის განვითარების ბანკის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს.
