ზურიკო დავითაშვილის გოლი
საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში „სენტ ეტიენმა“ „ლავალი“ 2:1 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა კი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მესამე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. მან 89-ე წუთამდე ითამაშა. „სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ზურიკო დავითაშვილს 20 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ლიდერს კი ერთადერთი გოლით ჩამორჩება. „სენტ ეტიენმა“ 43 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „პოს“ სტუმრად შეხვდება.
