ფრიდრიხ მერცის განცხადება
„ყველაზე დიდი შხამია ის გაურკვევლობა, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროპის ეკონომიკებისთვის საბაჟო გადასახადების გარშემო არსებობს“,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. „მჭიდროდ ვითანამშრომლებ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან ერთობლივი პოზიციის შემუშავებაზე და ვაშინგტონში კოორდინირებული ევროპული პოზიციით ჩავალ. ეს გაურკვევლობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მერცმა.
