ჯონსონი: დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირე ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ უკრაინაში სახმელეთო ჯარები არასაბრძოლო მისიების შესასრულებლად
დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირე ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ უკრაინაში სახმელეთო ჯარები არასაბრძოლო მისიების შესასრულებლად. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შევლენ თუ არა უკრაინაში მოკავშირე ქვეყნის ძალები, უკრაინელების გადასწაყვეტია და არა პუტინის.
