მესტიაში გემო ფესტი გრძელდება
მესტიაში გემო ფესტი გრძელდება. კულინარიული ფესტივალი სტუმრებს დღესაც, დღის 3 საათიდან უმასპინძლებს. ფესტივალი კი შიდა ტურიზმსა და გასტროტურისტული პროდუქტის განვითარებას უწყობს ხელს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიაში ევროპული ქვეყნებიდან პრესტურს მასპინძლობს, სტუმრები მაღალრეიტინგული ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენელები არიან. გემო ფესტისა და მესტიის გარდა, დაგეგმილია მათი ტური უშგულსა და თბილისში.
