სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრმა არაერთი მიმდინარე და დასრულებული პროექტი დაათვალიერა, ზოგიერთი კი უახლოეს მომავალში დაიწყება
სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრმა არაერთი მიმდინარე და დასრულებული პროექტი დაათვალიერა, ზოგიერთი კი უახლოეს მომავალში დაიწყება. დაბა ჩხოროწყუში აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 400 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სადაც მოსწავლეები თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ, ინკლუზიურ გარემოში ისწავლიან. სოფელ ზუმში კი მინისტრმა ახალი აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით აშენდა. დასრულდა მარტვილის მუნიციპალიტეტის, ზედა ხუნწის სკოლის მშენებლობაც. სოფელ სერგიეთში კი თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება. ახალი სპორტული კომპლექსი, ახალგაზრდებს უნარების განვითარებისა და გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე. მშენებლობის დაწყების ადგილი, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ცენტრალური და ადგილბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
