ესპანეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებს „ბარსელონა“
ესპანეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებს „ბარსელონა“. კატალონიის გრანდმა, სადაც თორნიკე შენგელია გამოდის მეოთხედფინალში „მურსია“ 91-85 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 20 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა. „ბარსელონა“ ნახევარფინალში დღეს შენგელიას ყოფილ კლუბ „ბასკონიას“ დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში „რეალი“ „ვალენსიას“ შეხვდება
